
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ფორმულა|formulanews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, კუბის, სომხეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ლიბანის, მოლდოვას, ნეპალის, ნიგერიის, შრი-ლამნკის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 67 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - ნათქვამია ინფორმაციაში
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge