მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შსს: დაკავებული, თანხის დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს სარემონტო სამუშაოებს სთავაზობდა
შსს: დაკავებული, თანხის დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს სარემონტო სამუშაოებს სთავაზობდა

შსს: დაკავებული, თანხის დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს სარემონტო სამუშაოებს სთავაზობდა

ფორმულა|formulanews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებას სთავაზობდა.

აღნიშნული საბაბით, ბრალდებულმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ათობით მოქალაქესთან მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. „ჯგუფის წევრები, დაზარალებულებს ჰპირდებოდნენ, რომ მათთვის მისაღებ ფასად აუშენებდნენ საცხოვრებელ სახლებსა და კოტეჯებს, ასევე უზრუნველყოფდნენ საჭირო ნებართვებისა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას.

აღნიშნული საბაბით ბრალდებულებმა, პირადი და იურიდიული პირის ანგარიშებზე, დაზარალებულებს პირველ ეტაპზე 355 000 ლარი ჩაარიცხინეს. თუმცა შეთანხმება არ შეასრულეს, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მათთან კომუნიკაცია შეწყვიტეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • ბინადრობის ნებართვის თაღლითური სქემა - დაკავებულ ხუთ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების აღვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებსიმედი
  • თბილისში ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული - შსსBM.GE
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდანეტგაზეთი
დაკავებული →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა

რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა

ფორმულა

მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა

მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა

ფორმულა

კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგი

კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგი

ფორმულა

კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის

კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის

ფორმულა