მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა

რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა

ფორმულა|formulanews.ge

რუსეთმა დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო „უკრაინის კრიზისის ესკალაციაზე ფსონის შეგნებულად დადებაში“ დაადანაშაულა და მოსალოდნელი შედეგებით დაემუქრა. მუქარის შემცველი განცხადება დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ სოციალური ქსელებით გაავრცელა. ტექსტის თანახმად, „რაც უფრო ღრმაა კონფლიქტში ჩართულობა და რაც უფრო მნიშვნელოვანი კიევის ტერორისტული მანქანის მხარდაჭერა, მით მაღალი იქნება ფასი“. თუ რა იგულისხმება ამ „მაღალ ფასში“, დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ დაუკონკრეტებია.

მოსკოვის რეაქციას წინ უსწრებდა ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Wildberries-ის საწყობებზე დარტყმებისთვის ორი ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული დრონები გამოიყენა. BBC-ს წყაროს ცნობით, ამ დარტყმებმა რუსეთს 35 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ზარალი მიაყენა.

რუსეთის საელჩოს განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლონდონი უკრაინის გვერდით დგას და მოსკოვს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ბრიტანეთის მთავრობის სიმტკიცეში, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას. მისივე განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაწოდოს უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო საშუალებები. ჯერ კიდევ 2026 წლის აპრილში, ბერლინში გამართული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს უკრაინას სულ მცირე 120 ათას უპილოტო საფრენ აპარატს გაუგზავნის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • უკრაინამ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ასობით დრონით შეუტიაიმედი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
  • ომი რუსეთის სიღრმეში გადადის - უკრაინა ბრიტანული დრონებით სტრატეგიულ ობიექტებს უტევსტვ პირველი
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა

მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა

ფორმულა

კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგი

კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგი

ფორმულა

კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის

კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის

ფორმულა

ინაშვილი: კობახიძემ ყველაფერი გააფუჭა და ივანიშვილს უმტკიცებს - სხვებმა გააფუჭესო

ინაშვილი: კობახიძემ ყველაფერი გააფუჭა და ივანიშვილს უმტკიცებს - სხვებმა გააფუჭესო

ფორმულა