
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატმა, დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნაკლები სასჯელის მიღწევის მიზნით, დაზარალებულის მეგობარსა და დედას თანხა და ქონებრივი სარგებელი შესთავაზა. სანაცვლოდ მას სურდა, რომ დაზარალებულს გამოკითხვისას ჩვენება შეეცვალა და გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედება) წარედგინა, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge