მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება და ICC-ს მხარდაჭერას უცხადებს
ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება და ICC-ს მხარდაჭერას უცხადებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება და ICC-ს მხარდაჭერას უცხადებს

ფორმულა|formulanews.ge

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს. ამ განცხადებით იგი შეერთებული შტატების მიერ ICC-ის პრეზიდენტისა და უფროსი იურისტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და მე მტკიცედ ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის პრეზიდენტსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც მის მისიას იცავენ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მსოფლიოში ყველაზე მძიმე დანაშაულების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების აღსრულებას უზრუნველყოფს. ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განსახორციელებლად, მის მოსამართლეებსა და ოფიციალურ პირებს დამოუკიდებლად, გარე ზეწოლის გარეშე მოქმედების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ“, — აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სანქციები გამოაცხადა ICC-ის პრეზიდენტის, ტომოკო აკანესა და უფროსი იურისტის, აბდულაიე სეიეს წინააღმდეგ. რუბიოს განმარტებით, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი უკავშირდება სასამართლოს მცდელობებს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს იმ ქვეყნების ოფიციალური პირები, რომლებსაც ICC-ის იურისდიქცია აღიარებული არ აქვთ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს

რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს

ფორმულა

ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

ნატოს წარმომადგენელი: ალიანსი მზადაა ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის

ფორმულა

შსს ლარსის საზღვრის კვეთაზე დეზინფორმაციას უარყოფს: ბოლო 24 საათში 7 880 პირი შემოვიდა

შსს ლარსის საზღვრის კვეთაზე დეზინფორმაციას უარყოფს: ბოლო 24 საათში 7 880 პირი შემოვიდა

ფორმულა

მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებზე: „კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ“

მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებზე: „კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ“

ფორმულა