
რუსულ მედიაზე დაყრდნობით: მოსკოვში ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე ლიმიტები შემოიღეს
მოსკოვში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის გაცემაზე დროებითი ლიმიტები მოქმედებს.
კომპანია „გაზპრომ ნეფტის“ ცნობით, ერთ ავტომობილზე მაქსიმუმ 40 ლიტრი საწვავის გაცემაა ნებადართული. „თატნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი ლიმიტი ბენზინზე 50 ლიტრს, ხოლო დიზელზე 60 ლიტრს შეადგენს.
ამასთან, დედაქალაქში საწვავის დეფიციტი შეინიშნება. 18 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, AI-95 მარკის ბენზინი „ნეფტმაგისტრალის“ მხოლოდ ერთ სადგურზე იყო ხელმისაწვდომი, ხოლო „ლუკოილის“ ქსელში AI-92, AI-95 და დიზელი მოსკოვის მასშტაბით მხოლოდ ორ ობიექტზე იყიდებოდა.
მანამდე Reuters-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლმა დედაქალაქის საწვავით პრიორიტეტული მომარაგების კამპანია დაიწყო, სადაც მოსკოვის რეგიონში არსებული დეფიციტის შევსება ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდან რესურსების გადანაწილებით ხდება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge