
შსს ლარსის საზღვრის კვეთაზე დეზინფორმაციას უარყოფს: ბოლო 24 საათში 7 880 პირი შემოვიდა
ფორმულა|formulanews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ბოლო 24 საათის განმავლობაში საბაჟო გამშვები პუნქტ „ლარსის“ გავლით საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.
უწყების განმარტებით, ეს ცნობები რეალობას არ შეესაბამება და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას წარმოადგენს. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ლარსის გამშვები პუნქტით ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის 7 880 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო საქართველო 8 406-მა პირმა დატოვა.
სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge