მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა
გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა

გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის, გურამ დადიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 18 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ დაკარგულის დედა, სოფო ბიბილაშვილი და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

როგორც ირკვევა, პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა „ტელეგრამის“ სპეციალურ ჯგუფში, რომელშიც არასრულწლოვნის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები იყვნენ გაერთიანებული.

ჯგუფის წევრებმა გაარკვიეს, რომ ტელეფონის ნომერი, რომლითაც დადიანიძის „ფეისბუქ“ პროფილი იყო რეგისტრირებული, თავისუფალი იყო და ახალი მფლობელი არ ჰყავდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ნომერი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეიძინა, მათ შეძლეს სოციალურ ქსელში შეღწევა, ხოლო უშუალოდ სტატუსი პროფილზე ჯგუფის იმ წევრმა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება.

ამასთანავე, იმავე ნომერზე გააქტიურდა სხვადასხვა აპლიკაციებიც, მათ შორის WhatsApp-ი და Viber-ი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ საქმეს გამოძიებისთვის ხელის შეშლის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის ფეისბუქ-პოსტის საქმეზე შსს-ს განცხადებას ეხმაურება

ფორმულა

ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ფორმულა

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

ფორმულა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდა

ფორმულა