მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ფორმულა|formulanews.ge

„ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ციხიდან მორიგი წერილი გავრცელა. ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდასა და შანტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო იძულებულია საკუთარი თავი და ოჯახი დაიცვას.

„თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ... შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის.

ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე... მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ.“

ღარიბაშვილი იხსენებს მის დაკავებასა და 5-წლიან პატიმრობას, რაც, მისი შეფასებით, გუნდის შიგნით არსებული ჯგუფის ცრუ წარმოსახვების, შურისა და ეჭვების შედეგია. იგი ხაზს უსვამს, რომ რვა თვის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემისა და გუნდის ინტერესების გამო, თუმცა ხელისუფლებამ იგი მოატყუა და „დაუნდობელ სამსხვერპლოზე გაუშვა“.

„ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებებს ღალატთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ყველა ნაბიჯზე სარკისებურად უპასუხებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვიაიმედი
  • რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგტვ პირველი
  • პაკისტანის პრემიერი: ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი ხალხების ნათელი და აყვავებული მომავლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაარუსთავი 2
  • „ამაში მე არ ჩავერევი“ - პრემიერი ელექტროსისტემის ხელმძღვანელობიდან ვანო ზარდიაშვილის გაშვებაზეBM.GE
პრემიერი →

მსგავსი სტატიები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

ფორმულა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდა

ფორმულა

ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

ადმინისტრაცია: მაკრონმა კობახიძე კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

ფორმულა

შსს: დავაკავეთ კაცი, ორი უცხოელის ტელეფონებს მუქარის გამოყენებით დაეუფლა

შსს: დავაკავეთ კაცი, ორი უცხოელის ტელეფონებს მუქარის გამოყენებით დაეუფლა

ფორმულა