
ზელენსკიმ რუსეთში „ლუკოილის“ ქარხანასა და ორ სამხედრო აეროდრომზე დარტყმა დაადასტურა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ პერმში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ორ სამხედრო აეროდრომზე წარმატებული იერიში მიიტანეს.
ზელენსკის თქმით, პერმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინთეზი“, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესია, უკრაინის საზღვრიდან 1600 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. პერმის მხარის გუბერნატორმა დმიტრი მახონინმა დაადასტურა „ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე დაზიანებები“, თუმცა კონკრეტული დასახელება არ უხსენებია.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, იერიში მიიტანეს ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „მარინოვკას“ სამხედრო აეროდრომზე, სადაც სუ-24 ტიპის მზვერავი თვითმფრინავებია დისლოცირებული. ასევე დადასტურდა წინა დღის დარტყმების შედეგებიც: ასტრახანის ოლქის „ახტუბინსკის“ აეროდრომზე დაზიანდა რუსული სუ-34 ტიპის თვითმფრინავი, ხოლო კრასნოდარის მხარეში, პრიმორსკო-ახტარსკში, განადგურდა დამრტყმელი დრონების შენახვისა და გაშვების ინფრასტრუქტურა.
„შორს დარტყმების სანქციებით განვაგრძობთ ომის შედეგების დაბრუნებას იქ, საიდანაც მოვიდა“, — განაცხადა ზელენსკიმ და უკრაინელ სამხედროებს სიზუსტისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტებზე მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია და მხოლოდ ზოგადი ცნობით შემოიფარგლა, რომლის თანახმად, გასული ღამის განმავლობაში 15 რეგიონში 325 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge