
ვინ ვინ და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ უფლებები დაცულია — ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გავრცელებული წერილები შეაფასა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება, შესაძლოა, გარკვეული ჯგუფების მიერ მოწყობილ პროვოკაციას უკავშირდებოდეს.
ზარქუას თქმით, მისთვის ამ თემაზე საუბარი მძიმე და მტკივნეულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის, მათ შორის ღარიბაშვილის ოჯახის უსაფრთხოება და უფლებები სრულად არის დაცული.
„ვინ ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი იმ სახელმწიფოსი, რომელიც ერთად შევქმენით — უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. ის იყო ჩვენი გუნდის, ქვეყნის ლიდერი. ვინ ვინ და მან კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, მისი ოჯახის უსაფრთხოება და უფლებები. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და რაღაც შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.“
დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის უსაფრთხოების თემაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან. ზარქუას განცხადებით, არსებულ კითხვებს პასუხს გამოძიება გასცემს და ზუსტად დაადგენს, თუ რასთან გვაქვს საქმე.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge