
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შსს-ს ტარიელ კაკაბაძეზე სიზუსტისკენ მოუწოდებს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატთან, ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იყოს ზედმიწევნად ზუსტი. იურისტი საგამოძიებო უწყებას საჯაროდ, „ფეისბუკის“ საშუალებით მიმართავს:
„მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადვოკატის მხრიდან თავისი ფუნქციების შესრულების ამ მნიშვნელოვან სტადიაზე მის მიმართ გაკეთებული საჯარო განცხადებების დროს იყოს ზედმიწევნად ზუსტი. დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი შეფასების თუ გარემოების გასაჯაროება, რაც შეიძლება არ ეფუძნებოდეს დადგენილ ფაქტს და, მეორე მხრივ, გამოიწვევს დაუსაბუთებელ კითხვას წარმომადგენლის მიმართ. საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ადვოკატის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. დაზარალებულის ადვოკატი გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის არის დამატებითი მხარდაჭერა საქმეზე ერთობლივი ძალისხმევით დადგინდეს სიმართლე.“
ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ თავი უნდა შეიკავოს ისეთი გარემოებების გასაჯაროებისგან, რომლებიც დადგენილ ფაქტებს არ ეფუძნება.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge