
ევროკომისიის შენობასთან უკრაინის დროშა აღიმართა
ფორმულა|formulanews.ge
ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, უკრაინის დროშა აღიმართა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, დროშა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის მზადების ფარგლებში აღიმართა.
"უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვემზადებით და ბრიუსელში უკრაინის დროშას ვწევთ, რათა ის ამაყად ფრიალებდეს ჩვენი კავშირის გულში, სადაც მისი ადგილია. უკრაინა დაიბრუნებს თავის უსაფრთხოებას, თავის თავისუფლებას და ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ჩვენს კავშირში", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge