მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ფორმულა|formulanews.ge

ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. გადაწყვეტილება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მიიღეს.

ევროკომისიის ინფორმაციით, თანხა უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, საბრძოლო მასალებისა და რადარების შესაძენად იქნება გამოყენებული.

„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ევროპა აჩვენებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი და კონკრეტულია. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევრო საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალებისა და რადარებისთვის, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერების ფონზე, ევროპა უკრაინის დასახმარებლად ნაბიჯებს აძლიერებს, რათა ქვეყანამ მოსახლეობის დაცვა და საკუთარი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს.

ევროკომისიის ცნობით, ახალი დაფინანსება 90-მილიარდიანი უკრაინის მხარდაჭერის სესხის (UASL) ნაწილია. ამ თანხიდან 60 მილიარდი ევრო 2026-2027 წლებში უკრაინის თავდაცვისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო 30 მილიარდი - საბიუჯეტო დახმარებისთვის.

ევროკომისიის განცხადებით, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი დრონების გამოყენების ზრდის ფონზე, აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან მიწოდებების მნიშვნელოვნად გაზრდა. ამისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არსებული მარაგები, გადაიხედოს შეკვეთების პრიორიტეტები და გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოო შესაძლებლობები.

ახალი გადაწყვეტილება მანამდე დამტკიცებულ 16 მილიარდი ევროს ღირებულების შესყიდვის გეგმებს ემატება. ამ თანხიდან უკრაინას უკვე 8.35 მილიარდი ევრო აქვს მიღებული.

ევროკომისიის ინფორმაციით, ახალი შესყიდვების უმეტესობა ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებისგან განხორციელდება.

უკრაინას თანხების მიღება თავდაცვის კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტების წარდგენის შემდეგ შეეძლება. ევროკომისია კონტრაქტებს შეამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ ფინანსური დახმარება შეთანხმებული მიმართულებით გამოიყენება.

ევროკომისიის ცნობით, 2022 წლიდან ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მხარდასაჭერად ჯამში 220.2 მილიარდი ევრო გამოყვეს. მათ შორის 3.8 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან მოდის.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 252 სტატია.

  • დასავლური მედია უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერსიმედი
  • ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - მიმართვაში რუსული აგრესია არ უხსენებიატვ პირველი
  • "ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს" - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსრუსთავი 2
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა