მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საფრანგეთში ტორნადომ სოფელი პომა დააზიანა - დაშავდა 41 ადამიანი
საფრანგეთში ტორნადომ სოფელი პომა დააზიანა - დაშავდა 41 ადამიანი

საფრანგეთში ტორნადომ სოფელი პომა დააზიანა - დაშავდა 41 ადამიანი

ფორმულა|formulanews.ge

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ოდის დეპარტამენტის სოფელ პომაში, ძლიერმა ტორნადომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სტიქიის შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია დაახლოებით 300 საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტორნადომ რამდენიმე შენობას სახურავი მთლიანად გადახადა. სოფელში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1,000 ადამიანს შეადგენს, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 120-ზე მეტი მაშველი და საგანგებო სამსახურის თანამშრომელი მუშაობს.

დაშავებულთაგან 15 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის, Météo-France-ის მონაცემებით, ახლომდებარე სოფელ არკეტ-ან-ვალში ქარის სიჩქარემ საათში 117 კილომეტრს მიაღწია.

ძლიერმა შტორმმა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობასაც პრობლემები შეუქმნა. შეფერხდა მატარებლების მოძრაობა, დაიკეტა რამდენიმე გზა, ხოლო ფრენები გადაიდო ან გაუქმდა ბორდოში, მარსელში, ნიცაში, ტულუზასა და პარიზშიც.

უამინდობის გამო ოდის დეპარტამენტში ველომრბოლელთა „Vuelta a España“-ს მესამე ეტაპიც გააუქმეს. ძლიერი სეტყვის დროს სპორტსმენებს თავშესაფრის ძებნა მოუხდათ.

ხელისუფლების ცნობით, ელექტროენერგია დაახლოებით 2,800 სახლს, 10 სოფელში, გაეთიშა.

საფრანგეთში, საშუალოდ, ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ტორნადო ფიქსირდება. Météo-France-ის შეფასებით, ამ ეტაპზე უცნობია, რა გავლენას ახდენს კლიმატის გლობალური ცვლილება ტორნადოების სიხშირესა და ინტენსივობაზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

POG: არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე მამას ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ბერნემი: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის

ფორმულა

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ანტონიო კოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება

ფორმულა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა

ფორმულა