მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვი
რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვი

რუსულმა დრონებმა ჩერნიგოვში საცხოვრებელი სახლი დააზიანა - დაიღუპა ქალი და 4 წლის ბავშვი

ფორმულა|formulanews.ge

26 აგვისტოს დილით რუსულმა დრონებმა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვს შეუტიეს. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 49 წლის ქალი და 4 წლის გოგო. ასევე დაშავდა 14 წლის მოზარდი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩერნიგოვის საქალაქო საბჭოს ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა დამხმარე ნაგებობები და ხანძარი მეზობლად მდებარე მაღაზიაშიც გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის დროს საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა ცხედრები სამძებრო სამუშაოებისას აღმოაჩინეს.

ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ბრიჟინსკის განცხადებით, ქალაქზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა იერიში.

ჩერნიგოვი რუსულმა ძალებმა 25 აგვისტოსაც რამდენჯერმე დაბომბეს. დღის განმავლობაში ქალაქზე 10-ზე მეტი დრონი იერიშს ახორციელებდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა და დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საწყობის ობიექტები. საღამოს განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად კი ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი დაშავდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონიმედი
  • სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდაBM.GE
  • formebi.emis.ge - პლატფორმის გამოყენებით, სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს სახლიდან გაუსვლელადაც შეეძლებათრუსთავი 2
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ფორმულა

აშშ-ში ყველა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვა შეჩერდა

აშშ-ში ყველა საიმიგრაციო ვიზის განაცხადის განხილვა შეჩერდა

ფორმულა

ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

ტამბოვის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

ფორმულა

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება

აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება

ფორმულა