
აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვში იმყოფება
ფორმულა|formulanews.ge
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რატკლიფი, რუსეთში იმყოფება და მოსკოვში შეხვედრებს დაესწრო, ამის შესახებ აშშ-ის მედიასაშუალებები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ვის ხვდება რატკლიფი.
მედიის ცნობით, ეს რეტკლიფის პირველი ვიზიტია მოსკოვში, მას შემდეგ, რაც მან CIA-ს დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
CIA-ს წარმომადგენლები საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge