
სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის დაკავების შემდეგ კრემლი ერევანს კვლავ ემუქრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას განაგრძობს — ქვეყანაში პრორუსული ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებები მიმდინარეობს. 27 აგვისტოს დილით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს სომხეთის ექსპრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, რომელიც 25 აგვისტოს უფროს ვაჟთან, სერდაკ ქოჩარიანთან ერთად დააკავეს.
ქოჩარიანების სახლებსა და საწარმოებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, საქმის ფარგლებში ბრალი სულ 10 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის სომხეთის მესამე პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანსაც. დაკავების შემდეგ 71 წლის ქოჩარიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა ღამის სასამართლო პროცესზე დასწრების შემდეგ იგი კვლავ კლინიკაში დააბრუნეს.
ფაშინიანმა, რომელმაც 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპონენტების „მუხლებზე დაჩოქების“ პირობა დადო, პრორუსული ძალების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრა. პარალელურად, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო მოსკოვიდან მუქარები მატულობს: რუსი კანონმდებლები ერევანს „რუსოფობიაში“ ადანაშაულებენ და „ევროპელი ჯაშუშების მოზღვავებით“ ემუქრებიან.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge