მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. „ანტიანექსიური პლატფორმა“ — ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ
„ანტიანექსიური პლატფორმა“ — ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

„ანტიანექსიური პლატფორმა“ — ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

ფორმულა|formulanews.ge

საქართველოში „ანტიანექსიური პლატფორმა“ დაფუძნდა — საქართველოს მოქალაქეთა ზეპარტიული და ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის არიან ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნოდარ ხარშილაძე, აკია ბარბაქაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა გამყრელიძე, პაატა დავითაია, გიორგი მელაშვილი, ირაკლი ტაბლიაშვილი და კახა გოგიძე.

ახლადშეექმნილმა გაერთიანებამ მიიღო სპეციალური დეკლარაცია — „არა ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას - დიახ სამართლიანობას, მშვიდობასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.“

პლატფორმის დამფუძნებელთა განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი მიზანია რუსეთის საოკუპაციო და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი, სამართლებრივი და საზოგადოებრივი გზებით მოქმედება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და არაღიარების პრინციპის განმტკიცება.

პლატფორმის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ანექსია ვერასოდეს გახდება კანონიერი რეალობა, ხოლო ძალადობით შეცვლილი საზღვრები ვერ მოიპოვებს მორალურ და სამართლებრივ ლეგიტიმაციას.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის დაკავების შემდეგ კრემლი ერევანს კვლავ ემუქრება

სომხეთში ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის დაკავების შემდეგ კრემლი ერევანს კვლავ ემუქრება

ფორმულა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა ორენბურგსა და უფაში Ozon-ის მსხვილ საწყობებს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ორენბურგსა და უფაში Ozon-ის მსხვილ საწყობებს დაარტყეს

ფორმულა

სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი ბრალდების მხარეს ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს

სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი ბრალდების მხარეს ინფორმაციის დამახინჯებაში ადანაშაულებს

ფორმულა