მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სალომე სამადაშვილი: მდინარაძის წასვლა პროცესის დასაწყისია და არა დასასრული
სალომე სამადაშვილი: მდინარაძის წასვლა პროცესის დასაწყისია და არა დასასრული

სალომე სამადაშვილი: მდინარაძის წასვლა პროცესის დასაწყისია და არა დასასრული

ფორმულა|formulanews.ge

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება გუნდში არსებული შიდა დაპირისპირებისა და ჩიხში შესული პოლიტიკის შედეგია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მიუღებელია იმის დაჯერება, რომ მდინარაძემ პოსტი პირადი ინიციატივით დატოვა. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მას გარკვეული პირობები წაუყენეს და მოსალოდნელ საფრთხეებს გაერიდა.

„ივანიშვილი საკუთარ გამოზრდილ კლანებს ერთმანეთს აჭმევინებს, რომ თვითონ გამოვიდეს გამარჯვებული. მდინარაძე კობახიძის ყველაზე სანდო ლეიტენანტი იყო და ფაქტია, რომ ის დღეს გააგდეს — ალბათ მადლობელია, რომ ჯერჯერობით არ დაიჭირეს. ირაკლი ღარიბაშვილის წერილიც და მდინარაძის გადადგომაც ერთი დიდი პროცესის ნაწილია“, — განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად ივანიშვილს კობახიძის ჩამოშორებაც მოუწევს, ხოლო ამ შიდადაპირისპირებების ფონზე საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან აბსოლუტურად მიტოვებულნი არიან.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს ტოვებს, პოლიტიკიდან მიდის და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში, კერძოდ ბიზნესში გეგმავს

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენიმედი
  • აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი გლობალურად დროებით შეაჩერაBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
პროცესი →

მსგავსი სტატიები

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "საკუთარი ნებით"

ფორმულა

ნეპალში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

ნეპალში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 359-მდე გაიზარდა

ფორმულა

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი არასდროს გამიგზავნია

ფორმულა