მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფორმულა|formulanews.ge

თბილისში, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

"ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე - განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყა

უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყა

ფორმულა

Amnesty: 9 დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს

Amnesty: 9 დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს

ფორმულა

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ფორმულა

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" - დაკავებულია 1 პირი

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა