მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყა
უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყა

უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყა

ფორმულა|formulanews.ge

28-29 აგვისტოს ღამით უკრაინული დრონებით რუსეთის როსტოვის ოლქზე იერიშის დროს დაზიანდა ელექტრონული კომერციის პლატფორმა Ozon-ისა და საცალო ვაჭრობის ქსელ DNS-ის კუთვნილი ლოჯისტიკური საწყობები, ასევე გემთმშენებელი ობიექტი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დრონების თავდასხმის შემდეგ დიდი ხანძარი გაჩნდა DNS-ის საცალო ქსელის კუთვნილ საწყობებში, სადაც ელექტრონიკა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყიდება.

Ozon-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ როსტოვის ოლქში მისი ერთ-ერთი ლოჯისტიკური ობიექტიც დაზიანდა.

"პირველადი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. მცირე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის დაუყოვნებლივ ჩააქრეს", - თქვა კომპანიის პრესსამსახურმა.

მონიტორინგის არხების ცნობით, ღამის თავდასხმის დროს დაზიანდა აქსაის რაიონში მდებარე გემთმშენებელი ქარხანაც, სადაც ერთ-ერთ ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა.

რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონზე მასშტაბური დრონების თავდასხმის შესახებ განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დრონების ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ოლქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გამოიწვია.

ამასთან, NASA-ს FIRMS-ის სატელიტური მონაცემების თანახმად, ღამით ხანძარი გაჩნდა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ გვარდეისკოეში მდებარე სამხედრო აეროდრომზე.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 276 სტატია.

  • რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯაიმედი
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ქარელის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს

ფორმულა

Amnesty: 9 დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს

Amnesty: 9 დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს

ფორმულა

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ფორმულა

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფორმულა