მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია
ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ფორმულა|formulanews.ge

ძლიერი წვიმის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

"ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია.

ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქარელის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს

ფორმულა

უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყა

უკრაინამ დრონებით როსტოვის ოლქში Ozon-ისა და DNS-ის საწყობებს დაარტყა

ფორმულა

Amnesty: 9 დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს

Amnesty: 9 დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, თუმცა ეს მართლმსაჯულებას არ წარმოადგენს

ფორმულა

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფორმულა