მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. პირველი გამოხმაურება "ოცნებიდან" ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზე - Netgazeti
პირველი გამოხმაურება "ოცნებიდან" ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზე - Netgazeti

პირველი გამოხმაურება "ოცნებიდან" ღარიბაშვილის ახალ ბრალდებაზე - Netgazeti

ნეტგაზეთი24 აგვისტო, 2026, 12:19|netgazeti.ge

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ–მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები, სავარაუდოდ, პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ ,მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს , 24 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს – ქრთამის აღება. მას 11-დან 15 წლამდე სასჯელი ელის. ბრალის წაყენებამდე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას ახალი საქმის საკუთარ თავზე აღებას სთავაზობდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ციხეში გასატარებელ წლებს არ დაუმატებდნენ. ღარიბაშვილის თანახმად, მან ეს წინადადება არ მიიღო.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • "ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა" - გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი​რუსთავი 2
  • სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესიმედი
  • კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავესფორმულა
  • „როდესაც უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ მსგავსი ბრალდებებისთვის“ - მდინარაძე ღარიბაშვილის განცხადებებზეBM.GE
ბრალდებით →ღარიბაშვილის →ოცნების →

მსგავსი სტატიები

ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორი

ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორი

ნეტგაზეთი

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ნეტგაზეთი

“აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობს

“აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი