მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პენიტენციური სამსახური 15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ლიმიტის გაზრდაზე განცხადებას ავრცელებს
პენიტენციური სამსახური 15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ლიმიტის გაზრდაზე განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური 15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ლიმიტის გაზრდაზე განცხადებას ავრცელებს

ფორმულა|formulanews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, №15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა. უწყების განმარტებით, ფართობის ხელახალი აზომვის შედეგად უბრალოდ გასწორდა 2016 წელს დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, რის გამოც ლიმიტი რეალურზე 216 ერთეულით ნაკლები იყო მითითებული.

კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ხელახალი გაზომვების საფუძველზე დადგინდა, რომ კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით, დაწესებულებაში 1 388-ის ნაცვლად 1 604 მსჯავრდებულის განთავსებაა შესაძლებელი.

სამსახურის ცნობით, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების პირობა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ივნისში წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტთან (CPT) შეხვედრაზე დადო, ხოლო მედიით გავრცელებული ბრალდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

ფორმულა

თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფორმულა

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ფორმულა

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შემდეგ ჰესების გვირაბებში ჩარჩენილ ასობით მუშას ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შემდეგ ჰესების გვირაბებში ჩარჩენილ ასობით მუშას ეძებენ

ფორმულა