მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შემდეგ ჰესების გვირაბებში ჩარჩენილ ასობით მუშას ეძებენ
ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შემდეგ ჰესების გვირაბებში ჩარჩენილ ასობით მუშას ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შემდეგ ჰესების გვირაბებში ჩარჩენილ ასობით მუშას ეძებენ

ფორმულა|formulanews.ge

ნეპალსა და ჩინეთში, ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად ვითარება კვლავ კრიტიკულია. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაკარგულად ითვლება.

ნეპალის კატასტროფების სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დაღუპულია 987 ადამიანი, ხოლო 3 916 დაკარგულად ითვლება, მათ შორის 583 უცხოელი. ჩინეთის მხარეს დადასტურებულია 16 ადამიანის დაღუპვა და 546-ის დაკარგვა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს არასტაბილური რელიეფი, ჩანგრეული გზები და განადგურებული ინფრასტრუქტურა სერიოზულად აფერხებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჰიდროელექტროსადგურების ობიექტებზე — ნეპალის ხელისუფლების ცნობით, 12 პროექტიდან 900-მდე მუშა დაკარგულად ითვლება, ხოლო 500-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, წყლითა და ტალახით ამოვსებულ გვირაბებშია ჩარჩენილი, სადაც არმიისა და უცხოელი ექსპერტების ჯგუფები შეღწევას ცდილობენ.

რთული პირობების მიუხედავად, მაშველებმა ვერტმფრენებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით 11 814 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიის ზონაში საერთაშორისო დახმარებაც იგზავნება — ჩინეთმა ნეპალში სამაშველო დრონები, წყლის გამწმენდი აღჭურვილობა და დნმ-ის ტესტირების სპეციალისტები გააგზავნა მსხვერპლთა იდენტიფიცირების დასახმარებლად.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფორმულა

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ფორმულა

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ

ფორმულა

ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა

ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა

ფორმულა