მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კიევის გაფრთხილებით რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის
კიევის გაფრთხილებით რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის

კიევის გაფრთხილებით რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო აღარ არის

ფორმულა|formulanews.ge

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, კიევმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), ავიაკომპანიებსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს ოფიციალურად აცნობა, რომ მომატებული სამხედრო აქტივობის გამო რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო აღარ არის.

„რუსეთი ცნობიერად უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შედეგია. რუსეთის ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, მისი საჰაერო სივრცე სულ უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება. გვსურს თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები“, — აღნიშნა სიბიჰამ.

მანამდე, 1 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დე ფაქტო იხურება. „უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის, თუმცა რუსეთის ცაში იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ამის შესახებ აუცილებელია იცოდნენ“, — განაცხადა ზელენსკიმ. აღნიშნული განცხადებების ფონზე, თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა მოსკოვის მიმართულებით რამდენიმე რეისი უკვე გააუქმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კიევში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • რუსეთის მასირებულ სარაკეტო თავდასხმას კიევში და კიევის ოლქში 19 ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • რუსეთის მასირებული იერიში კიევზე - დაღუპულია 8 ადამიანიტვ პირველი
  • Reuters: რუსეთის იერიშებს კიევსა და კიევის ოლქში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 14-ზე მეტი კი დაშავდაიმედი
  • კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლაBM.GE
კიევში →

მსგავსი სტატიები

საია დენის კულანინის რუსეთში გაძევების შეჩერებასა და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვს

საია დენის კულანინის რუსეთში გაძევების შეჩერებასა და მესამე ქვეყანაში გაშვებას მოითხოვს

ფორმულა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ფორმულა

ევროკავშირი სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო შეღავათების დროებით ამოქმედებას მხარს უჭერს

ევროკავშირი სომხეთის პროდუქციისთვის სავაჭრო შეღავათების დროებით ამოქმედებას მხარს უჭერს

ფორმულა

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩია

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ულე მადისე აირჩია

ფორმულა