
მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა უსაფრთხოების რისკების გამო ზედიზედ მეორე ღამეს შეაჩერეს
მოსკოვის „ვნუკოვოსა“ და „შერემეტევოს“ აეროპორტებმა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მუშაობა ზედიზედ მეორე ღამეს შეაჩერეს. „როსავიაციის“ ცნობით, საჰაერო ხომალდების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
აღნიშნული შეზღუდვები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან ავიაკომპანიები და სადაზღვევო ორგანიზაციები გააფრთხილა, რომ რუსული თავდასხმების საპასუხოდ უკრაინა დრონებით იერიშებს გააძლიერებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) ოფიციალურად აცნობა რუსეთის საჰაერო სივრცის საფრთხეების შესახებ და წევრ ქვეყნებს რუსეთის ცაში ფრენების სრული აკრძალვისკენ მოუწოდა.
„როსავიაციამ“ საპასუხოდ გამოაცხადა NOTAM-ი და აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა არ აქვს. უწყების განცხადებით, რუსული სამოქალაქო ავიაცია და ინფრასტრუქტურა გეგმურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მათ შორის უცხოური ავიაკომპანიების რეისების მომსახურებას.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge