მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმა
ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმა

ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმა

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები შეათანხმა, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირში შესულ სომხურ საქონლის დაახლოებით 80%-ზე იმპორტის საბაჟო გადასახადები ორი წლის ვადით გაუქმდება. ევროპული საბჭოს ცნობით, ინიციატივას ევროპარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში დაამტკიცებს.

ახალი რეგულაციით, ტარიფები აღარ გავრცელდება სომხური ახალი ბოსტნეულის, ხილისა და მცენარეების 99%-ზე, რომლებიც მანამდე ძირითადად რუსულ ბაზარზე გადიოდა, ასევე სასმელებისა და ალკოჰოლის 91%-ზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ერევნის მხარდაჭერას მოსკოვის მიერ დაწესებული ექსპორტის შეზღუდვების საპასუხოდ.

რუსეთმა სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ევროინტეგრაციულ განცხადებებს მოაყოლა. ევროკავშირში აცხადებენ, რომ იტოვებენ დამცავი ზომების გამოყენების უფლებას, თუ სომხური იმპორტი ევროპელ მწარმოებლებს უარყოფით გავლენას მიაყენებს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ევროკავშირმა სომხეთისთვის სავაჭრო ლიბერალიზაციის დროებით ზომებს მხარი დაუჭირაBM.GE
  • უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნებაიმედი
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მოსკოვს საქართველოსთან და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება სურს

მოსკოვს საქართველოსთან და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება სურს

ფორმულა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგა

ფორმულა

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა უსაფრთხოების რისკების გამო ზედიზედ მეორე ღამეს შეაჩერეს

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა უსაფრთხოების რისკების გამო ზედიზედ მეორე ღამეს შეაჩერეს

ფორმულა

ხატია დეკანოიძის თქმით ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ხატია დეკანოიძის თქმით ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ფორმულა