
თელავში პიტბულმა 50 წლამდე პატრონი დაგლიჯა — დაშავებულ ქალს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა
ფორმულა|formulanews.ge
თელავში 50 წლამდე ქალს საკუთარი პიტბულის ჯიშის ძაღლი დაესხა თავს და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი, მათ შორის თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა.
თვითმხილველების ცნობით, ცხოველი იმდენად აგრესიული იყო, რომ ადგილზე პოლიციის გამოძახება და თავის დაღწევის მიზნით ძაღლის ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
დაშავებული ქალი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას თვალზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge