
ადვოკატის თქმით სუსი ლევან ხაბეიშვილს ტელეფონს სასამართლოს განაჩენის მიუხედავად არ უბრუნებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს კუთვნილ მობილურ ტელეფონს არ უბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა სასამართლოს საბოლოო განაჩენშია გაწერილი.
პოლიტიკოსის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ სუს-ის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე ნივთის დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა და აღნიშნა, რომ უწყებამ ერთი წლის განმავლობაში მოწყობილობის გახსნა ვერ შეძლო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს, სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხებოდა სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებებს, რომლებიც მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას სახელმწიფო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის მუხლით გადააკვალიფიცირა.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge