მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს

პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს

ფორმულა|formulanews.ge

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს, - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს,

„შემაშფოთებელია გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ, ჩვეული რიტორიკის გამეორებით, დეზინფორმაციის შემცველი მორიგი განცხადება, რომელიც „თვითნებური დაკავებებისა“ და „რეპრესიების“ შესახებ უკვე გაცვეთილ სიცრუეს იმეორებს.

დამაფიქრებელია, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებები, უკვე მერამდენედ, სრულ წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ ფაქტებთან, არამედ ევროკავშირის მიერვე აღიარებულ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაც პასუხს საჭიროებს.

უკვე ყველასთვის დიდი ხანია ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი აქციები, ნაწილობრივ, ევროკავშირის ფულითაც ფინანსდებოდა, მათ შორის კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებას ამართლებდა და აქეზებდა. მეტიც, სწორედ ბრიუსელის ვირტუალური მწვანე შუქის შემდეგ იქნა წამოწყებული შარშან, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის წარუმატებელი მცდელობა.

თუმცა, ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სათანადოდ დაიცვა ქვეყანა, მისი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ინტერესები. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ 2024 წელს უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური პროცესი დამარცხდა. ყალბი რეალობა, რომლის თავსმოხვევითაც საქართველოში ხელისუფლება უნდა დაემხოთ, გაიფანტა, მაგრამ ამ სიყალბის დამფინანსებლები თავად აღმოჩნდნენ საკუთარი ყალბი ნარატივის ტყვეობაში, თანაც ისე, რომ მასთან განშორება დღემდე ვერ მოახერხეს.

“არჩევნების გაყალბების” და “მშვიდობიანი აქციების დარბევის” ცრუ ნარატივი დრომ და რეალობამ უარყო. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენები - დამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ.

ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე - მსხვერპლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს.

დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. თუ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება სურთ, მათ უნდა შეწყვიტონ საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უარი თქვან დამარცხებული რევოლუციური სცენარის საინფორმაციო მომსახურებაზე და დაუბრუნდნენ დიპლომატიის ელემენტარულ პრინციპებს: ფაქტების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის პატივისცემას“, - წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ექსპორტის ზრდა სწორი პოლიტიკის შედეგია, ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ ქვეყნებს, ვინც ბრიუსელს უჯერებს, აგებსრუსთავი 2
  • უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ივანიშვილთან ერთად, მთელ გუნდს აქვს - პაპუაშვილიBM.GE
  • პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრიატვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →ბრიუსელი →

მსგავსი სტატიები

უკრაინულმა დრონებმა ტოლიატიში ნავთობქიმიურ საწარმოს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა ტოლიატიში ნავთობქიმიურ საწარმოს დაარტყეს

ფორმულა

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პაატა ბურჭულაძის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ფორმულა

ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯა

ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯა

ფორმულა

მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი

მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა