მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პაპუაშვილი: პოლიტიკური განცხადებებით მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა არავის გამოსვლია
პაპუაშვილი: პოლიტიკური განცხადებებით მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა არავის გამოსვლია

პაპუაშვილი: პოლიტიკური განცხადებებით მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა არავის გამოსვლია

ფორმულა|formulanews.ge

პოლიტიკური განცხადებებითა და ინსინუაციებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა არავის გამოსვლია. სისხლის სამართლებრივი საქმის პოლიტიზების მცდელობას ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ. ბრალია წარდგენილი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. არსებობს ჩვენებები, აღიარებები და ამ კითხვებზეა პასუხი გასაცემი და არა პოლიტიკური ინსინუაციებისთვის, – ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაჭვილს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაზე, სადაც შალვა პაპუაშვილს მიმართა: „შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა“.

„საუბარი როდესაც არის ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა და თავი მოიკლა. ის ადამიანები, რომლებიც მას და მის სიტყვებს იარაღად იყენებენ, მისი ყველაზე დიდი მტრები არიან. ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა, რაიმეს თუ სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ. ადამიანმა ცილი დასწამა, თავი მოიკლა, დიდი ცოდვა ჩაიდინა, სჯობს ამ ადამიანის სული მოასვენონ. მძიმეა ამის ყურება, ხდება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება. ყველამ იცის ამ საქმის გარემოებები, მასთან დაკავშირებით ყველაფერი. ქართული მართლმსაჯულება და ქართული სახელმწიფო აჩვენებს ერთ რამეს, რომ მართლმსაჯულება მშვიდად მიჰყვება სამართლებრივ პროცესს, არვის აძლევს საშუალებას, გაუფანტოს აზრები და პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანოს, განიხილავს ობიექტურად, დგება განაჩენები. ეს განაჩენები არაერთხელ გადამოწმებულა სტრასბურგის სასამართლოში და ყოველ ჯერზე საქართველოს მართლმსაჯულებას დაუდასტურებია, რომ მოქმედებს პროფესიონალურად და სამართლიანად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 123 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ექსპორტის ზრდა სწორი პოლიტიკის შედეგია, ნულის გარშემო აქვთ ეკონომიკური ზრდის ტემპები ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატ ქვეყნებს, ვინც ბრიუსელს უჯერებს, აგებსრუსთავი 2
  • უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ივანიშვილთან ერთად, მთელ გუნდს აქვს - პაპუაშვილიBM.GE
  • პაპუაშვილის თქმით, ივანიშვილს ღარიბაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრიატვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

ფორმულა

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ფორმულა

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

ფორმულა

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა