მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ფორმულა|formulanews.ge

სასაცილოა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, – ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებაზე, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს აშშ. იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის. წარმოგიდგენიათ, როდესაც ამას საჯაროდ იტყვის გაფართოების კომისარი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან არ გქონდეთ ურთიერთობა და MAGA სხვა არაფერია, თუ არა ტრამპის პოლიტიკური საყრდენი და მისი ფილოსოფიის მთავარი საყრდენი. საჯაროდ მოუწოდებენ, რომ აშშ-ს ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ – ამის შემდეგ როგორ შეიძლება, რამენაირად სერიოზულად აღიქვა.

ამას აქვს მეორე განზომილებაც, კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ. ეს განცხადება გაკეთდა განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად. სერბეთში მალე იმართება კონფერენცია, რომელიც, მათ შორის მოძრაობა MAGA-ს მონაწილეობით იქნება. ოქტომბერში სერბეთში დანიშნულია არჩევნები. ეს სიგნალიც არის, მათ შორის არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა, საბაბებს ეძებენ. ხან ეს იქნება ყოფილი ჩინოვნიკის დასაფლავების ცერემონია, ახლა არის, გექნებათ თუ არა „მაგასთან“ ურთიერთობა, ჩაატარებთ თუ არა კონფერენციას. ეს არის პირდაპირ ჩარევა კანდიდატი ქვეყნის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, კარგად დავინახავთ ბრიუსელის ჩარევის მცდელობებს სერბეთის არჩევნებში, ისევე, როგორც ადგილი ჰქონდა მცდელობებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ის, რაზეც საუბრობენ ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით, პირდაპირ თელავს დღევანდელი ბრიუსელი იმით, რომ ერევა არჩევნებში. 2024 წლის არჩევნები ამის კარგი მაგალითია, სადაც უხეშად, რასაც თვითონ ეძახიან, „რუსული მეთოდებით“ ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • სომხეთიდან ევროკავშირში ექსპორტი 51%-ით გაიზარდა და $717 მილიონს მიაღწიაBM.GE
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →საგარეო →

მსგავსი სტატიები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

ფორმულა

პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

ფორმულა

ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება

ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება

ფორმულა