მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კოალიცია ცვლილებისთვის: ვიბრძოლებთ, ვიდრე ყველა პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს
კოალიცია ცვლილებისთვის: ვიბრძოლებთ, ვიდრე ყველა პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს

კოალიცია ცვლილებისთვის: ვიბრძოლებთ, ვიდრე ყველა პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს

ფორმულა|formulanews.ge

"კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებით ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას და მხარდაჭერას უცხადებს მას და მის ოჯახს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი ბარამიძე დაკავებულია ყალბი ბრალდებით რეჟიმის მიერ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს.

სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს ,,პიარს შეწირულს” უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა.

ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, კლანებს შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

,,კოალიცია ცვლილებისთვის” ვაცხადებთ, რომ რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს და ჩვენი ხალხისთვის არ მოვიპოვებთ თავისუფალი არჩევანის უფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

ფორმულა

პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

ფორმულა

ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინა

ფორმულა

ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება

ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება

ფორმულა