მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს
ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს

ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს

ფორმულა|formulanews.ge

"გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, გიგა ფარულავა, გიორგი ბარამიძის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, თუ "ოცნებას" ბარამიძის კონკრეტული განცხადება გადაჰყავს სამართლებრივ ჭრილში, ასევე, არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, "ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ადანაშაულებენ ომის დაწყებაში.

"ბარამიძის სიტყვები არის უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული და მან ამისთვის პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. თუ "ოცნებას" ეს სამართლებრივ ჭრილში გადაჰყავს, პირველ რიგში, თავად იაგო ხვიჩიაც უნდა იჯდეს მის გვერდით, ვინც რეალურად, ჩაიწერა, გაავრცელა და საზოგადოებას მიაწოდა ეს ინფორმაცია. ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, ეს იყო დამონტაჟებული გადაცემა, რომელიც დღემდე ინტერნეტსივრცეში დევს. მათი განვითარებული ლოგიკით, რატომ არის დღესაც ხელმისაწვდომი მასალა მთელი ინტერნეტსივრცისთვის და საზოგადოებისთვის?!

როდესაც "ოცნებას" ბარამიძის კონკრეტული განცხადება გადაჰყავს სამართლებრივ ჭრილში, მინდა პარალელი გავავლო და ვთქვა, რომ ასევე, არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, "ოცნების" იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. მათ, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მოუწევთ უმკაცრესი პასუხისგება იმ ქმედებებისთვის, რაც ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გააკეთეს", - თქვა ფარულავამ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • რა კომპანიაა Polygon Foundation-ი, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც ირაკლი კობახიძე შეხვდაBM.GE
  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

ფორმულა

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

ფორმულა

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფორმულა

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

ფორმულა