მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია
TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

ფორმულა|formulanews.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, 24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კერძო კომპანიის დირექტორია, რაც კანონით აკრძალულია.

TI-ის თანახმად, კანონი მკაფიოა: თუ თანამდებობის პირი დანიშვნიდან 10 დღეში კერძო კომპანიის დირექტორობას არ დათმობს, ის საჯარო სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს, დღეს კი ამ მოთხოვნას 24 მოქმედი მაღალჩინოსანი ღიად არღვევს და პარალელურად 30 კომპანიას მართავს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას მკაცრად უკრძალავს, რადგან საჯარო და კერძო ინტერესების აღრევა პირდაპირ აჩენს ელიტური კორუფციის რისკს. თანამდებობის პირს მხოლოდ წილის ან აქციების ფლობის უფლება აქვს.

ორგანიზაციამ გამოავლინა მოქმედი მაღალჩინოსნები, რომლებიც კანონის დარღვევით დღემდე ბიზნესის დირექტორებად რჩებიან:

მერაბ ბექაია - ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე - შპს ჰიდრავლიკ სერვისი +; ნინო ვაშაკიძე - თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე - შპს ბიდარა 2024 და შპს ილ გუდაური; გურამ საღარაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - შპს კოსპოტ; შოთა ანდრიაძე - მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - შპს აიპისი; თამთა ყველაიძე - ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე - შპს ვაინ ივენთს ენდ ქონსალთინგ; თემურ გასვიანი - აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე - შპს სტრადა; არჩილ ჯაყელი სსიპ-აფხაზეთის ა/რ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე - შპს კონკა და შპს სამშენებლო კომპანია ივერონი; გიორგი ნაჭყებია - მარტვილის მერი - შპს ბუდული; ბერდია ჩანქსელიანი - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე (ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი) შპს ჩანქსელიანების მარანი; მიხეილ ტარახჩევი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე - შპს ინფორმ-მობილ საქართველო, შპს მაი კავკასია და შპს ქსუჯოუს დაზგა დანადგარები საქართველო; ვალენტინა ნავერიანი - ბოლნისის მერის მოადგილე - შპს ლევნლი; გიორგი დოლიძე - წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - შპს ვიქტორია; ჯაბა ხოზრევანიძე - ადიგენის საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარე - შპს ბლები; გიორგი შავრეშიანი - ლენტეხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე - შპს ტვიბი-001; არჩილ ჩაჩანიძე - ხაშურის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე - შპს ტრანზიტ სერვისი 888 და შპს ტრაპიზონტრანსპორტ-კომპანი; მამუკა სინაურიძე - ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარის მოადგილე - შპს არტ გრუპი რუსთაველი; ირაკლი ძაძამია - წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს გლობალ ბილდინგ გრუპი; ნოდარ ასათიანი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს ასანი ქონსთრაქშენი; ოთარ სულაშვილი - წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს პრომეთე; უჩა ხუციშვილი - ყაზბეგის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - შპს თეიქ ენერჯი; გიორგი ღიბრაძე - ბოლნისის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - შპს გ და ნ ბიზნეს ჯგუფი და შპს პაგი; სოლომონ ღორაშვილი - დედოფლისყაროს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი - შპს მირზაანი; როლანდ აბულაძე - ხულოს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - კოოპერატივი აჭარის თემი; ბიძინა მექვევრიშვილი - ახმეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე - კოოპერატივი მაღრაანი აგრო

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

ფორმულა

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფორმულა

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

ფორმულა

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ფორმულა