მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს
სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს

ფორმულა|formulanews.ge

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გეკა გელაძე კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება, ამჯერად შშს-ს მინისტრის მოადგილედ.

მანამდე, სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაა გაავრცელა გეკა გელაძემ.

"მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.

მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.

სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე", - აღნიშნა გელაძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში

კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში

ფორმულა

ახლო აღმოსავლეთში კრიზისი ღრმავდება: ნავთობის ფასმა $107-ს გადააჭარბა, იერიშები გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში კრიზისი ღრმავდება: ნავთობის ფასმა $107-ს გადააჭარბა, იერიშები გრძელდება

ფორმულა

ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანან

ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანან

ფორმულა

ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს

ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს

ფორმულა