მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ახლო აღმოსავლეთში კრიზისი ღრმავდება: ნავთობის ფასმა $107-ს გადააჭარბა, იერიშები გრძელდება
ახლო აღმოსავლეთში კრიზისი ღრმავდება: ნავთობის ფასმა $107-ს გადააჭარბა, იერიშები გრძელდება

ახლო აღმოსავლეთში კრიზისი ღრმავდება: ნავთობის ფასმა $107-ს გადააჭარბა, იერიშები გრძელდება

ფორმულა|formulanews.ge

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა გრძელდება. მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთის ამბოხებულებმა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ მილსადენზე იერიში მიიტანეს, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 107 დოლარს გადააჭარბა.

მილსადენის გათიშვამ გლობალური მიწოდების დამატებით 4% დააყენა რისკის ქვეშ, რაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულ კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს. ამავდროულად, დიპლომატიური მცდელობები შეფერხდა — ომანის განცხადებით, ირანსა და ყურის ქვეყნებს შორის ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის საკითხზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. თეირანში ამტკიცებენ, რომ შეხვედრის გადადება აშშ-ის ერთ-ერთმა მოკავშირემ მოითხოვა.

სამხედრო ვითარება კვლავ დაძაბულია წითელ ზღვაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ჰუთის ამბოხებულებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰანიშის კუნძულები დაიკავეს, რაც მათ ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე კონტროლს უძლიერებს.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუთიელების მიერ საკვანძო საზღვაო გზებზე პოზიციების გამყარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ნავიგაციასა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამბოხებულების მიზნები შორს სცილდება საუდის არაბეთთან კონფლიქტს და მათ საშუალებას აძლევს, ტაქტიკური იარაღის გამოყენებით კონტროლი დაამყარონ გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე.

დიპლომატიური შეთანხმების არარსებობის პარალელურად, ირანი ჰორმუზის სრუტეში საკუთარი წესების დაწესებას განაგრძობს. თეირანის მიერ შექმნილმა „სპარსეთის ყურის სრუტის ადმინისტრაციამ“ გამოაქვეყნა 77 გემის სია, რომლებიც, მათი მტკიცებით, „პროტოკოლებს არღვევენ“. ირანული მხარის განცხადებით, დასახელებულ ხომალდებს მომავალში გადაადგილება შეეზღუდებათ და შესაძლოა ჯარიმები, დაკავება ან კონფისკაცია დაეკისროთ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში

კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში

ფორმულა

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს

სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციას თამაზ ბორაშვილი დაიკავებს

ფორმულა

ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანან

ბუაძე: ტრამპ თაუერის პროექტის უკან ოცნების "ბიზნესმენები" დგანან

ფორმულა

ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს

ფარულავა ბარამიძის დაკავებაზე: უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს

ფორმულა