მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში
კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში

კობახიძე: მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" გუნდში არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში, კულტურის მინისტრს კი უახლოეს მომავალში დანიშნავენ.

ფინანსთა სამინისტროში და შემოსავლების სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრის პოზიციის საფუძველზე განხორციელდა საკადრო ცვლილებები.

"არ მგონია, რომ რაიმე არსებითი ცვლილებები იყოს მომავალში. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა რამდენიმე სტრუქტურაში. საგამოძიებო სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა, ფინანსთა სამინისტროს ქვეშ ფუნქციონირებს, ანალოგიურად, შემოსავლების სამსახურიც. თავისი პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს, რაც იყო ყურადსაღები და ეს პოზიცია გავიზიარეთ, შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე. შესაბამისად, განხორციელდა საკადრო ცვლილებები. ასევე, დღეს განხორციელდა საკადრო ცვლილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ამ შემთხვევაში იყო ბატონი გეკა გელაძის შესაბამისი პოზიცია და თამაზ ბორაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ დაიკავებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ცვლილებები, რაც განხორციელდა და ახლო მომავალში რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით. დასანიშნია კულტურის მინისტრი. ამასთან დაკავშირებით სიახლეს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ", - თქვა კობახიძემ.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 177 სტატია.

  • რა კომპანიაა Polygon Foundation-ი, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც ირაკლი კობახიძე შეხვდაBM.GE
  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

რუსებმა დნიპროში მატარებელს დაარტყეს, დაღუპულია 13 ადამიანი

ფორმულა

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულია

ფორმულა

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ფორმულა

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

მარნეულში მაღაზიაში კაცი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

ფორმულა