მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - დაკავებულია 1 პირი
ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - დაკავებულია 1 პირი

ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა|formulanews.ge

თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ოჯახური კონფლიქტის დროს, ბრალდებული ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა.

"სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პნევმატური და ცეცხლსასროლი იარაღები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 11-150-ე და 11-151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • “ეს აღარ არის „ხილ-ბოსტნის” დიპლომატია - ზურაბაშვილის დანიშვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ტოლფასია” - ყოფილი ელჩიBM.GE
  • "მიზანი არ ყოფილა უზარმაზარი აქციის შეკრება" - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენრუსთავი 2
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
ყოფილი →

მსგავსი სტატიები

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ფორმულა

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

ფორმულა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ბულგარეთმა რუსეთს მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა ცხაკაია გადასცა

ფორმულა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

სერგეი ლავროვი G20-ის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში ჩავიდა

ფორმულა