მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ფორმულა|formulanews.ge

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, „გენსლერ“ სტუდიის დირექტორი და საცხოვრებელი მიმართულების რეგიონული ხელმძღვანელი რობერტ ჯეკელი, „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია, „ინვიას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლევან ფხაკაძე, "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, ღონისძიებაზე დისტანციურად ჩაერთო „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი.

„ტრამპთაუერ თბილისი“ რეგიონში პირველი პროექტია Trump-ის ბრენდის ქვეშ.

კომპანია „არქის“ ინფორმაციით, „ტრამპთაუერ თბილისი“, Downtown Tbilisi-ის მასშტაბური პროექტის პირველი თაუერია, რომელიც თბილისში ლუქს უძრავი ქონების მსოფლიო სტანდარტს ამკვიდრებს და ცენტრალური თბილისის ტრანსფორმაციის ახალ ეტაპს წარმოადგენს.

პროექტი „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის მთავარი პარტნიორები და დეველოპერები Archi Group და Invia არიან, თანადეველოპერის როლს The Sapir Organization ასრულებს, ხოლო პროექტის ინვესტორები არიან Block Stone Capital, Finvest და Vector Group.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ახალი სასტუმრო ART Riverfront-ი გაიხსნა - ინვესტიცია $68 მილიონიაBM.GE
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →პროექტი →

მსგავსი სტატიები

ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ფორმულა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელია

ფორმულა

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული დახმარებისა და მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო

ფორმულა

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს

ფორმულა