მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. თამარ ონიანი: რეჟიმი ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს ებრძვის
თამარ ონიანი: რეჟიმი ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს ებრძვის

თამარ ონიანი: რეჟიმი ჭეშმარიტად უფლებადაცვით ორგანიზაციებს ებრძვის

ფორმულა|formulanews.ge

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე თამარ ონიანი გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებასა და ოცნების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, მისი თქმით „ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ“ და მათ „უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტად“ იყენებდნენ. ონიანის შეფასებით, ეს ნარატივი შემთხვევითი არ არის და ზუსტად ასახავს იმ პრიზმას, რომლითაც არსებული რეჟიმი საზოგადოებას უხმოდ, დაქვემდებარებულად და უუფლებოდ აღიქვამს.

საიას თავმჯდომარის განმარტებით, ფრაზა NGO-ების არარსებობის შესახებ ნიშნავს, რომ მოქმედი სისტემა სუვერენიტეტს ხედავს როგორც აბსოლუტურ ძალაუფლებას და არა როგორც ანგარიშვალდებულებას, შესაბამისად, რეჟიმი ებრძვის ყველას, ვისაც უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლის ორგანიზაციული თუ ინსტიტუციური შესაძლებლობა გააჩნია.

ონიანი ასევე ეხმაურება ისტორიულ კონტექსტს და აღნიშნავს, რომ მართალია ერთი საუკუნის წინ არ არსებობდა სტრასბურგის სასამართლო და ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე საერთაშორისო სისტემა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ ძალას საქართველოში ღრმა ფესვები აქვს — ამის თვალსაჩინო მაგალითია ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.

რაც შეეხება გრანტების მართვის სააგენტოს გაუქმებას, თამარ ონიანი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა 2024 წელს, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ გაკეთებული დაპირებების ფასადურობა, თითქოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, შშმ პირთა მხარდაჭერა და უმცირესობათა უფლებების დაცვა დაფინანსდებოდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

კალასი: რუსეთის საერთაშორისო ფორუმებზე დაბრუნება ომის დანაშაულების ნორმალიზებას ნიშნავს

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ერთი ერი - ორი სახელმწიფო, შეცვლილი წონასწორობა - რისკები საქართველოსთვის?

ფორმულა

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "სუფთა ფურცელი" - ინდულიგენცია ისტორიის და პასუხიმგებლობის ანულირებისთვის?!

ფორმულა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

ფორმულა