მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. გაეროს ექსპერტების თქმით, აშშ-მა ირანში დარტყმებისას შესაძლოა ომის დანაშაული ჩაიდინა
გაეროს ექსპერტების თქმით, აშშ-მა ირანში დარტყმებისას შესაძლოა ომის დანაშაული ჩაიდინა

გაეროს ექსპერტების თქმით, აშშ-მა ირანში დარტყმებისას შესაძლოა ომის დანაშაული ჩაიდინა

ფორმულა|formulanews.ge

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის თანახმად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში განხორციელებული ორმხრივი დარტყმებისას ომის დანაშაული ჩაიდინა. საუბარია თებერვალში ქალაქ მინაბის დაწყებით სკოლასა და ქალაქ ლამერდის სპორტულ კომპლექსზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რომელთაც ჯამში 177 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 120 ბავშვი ემსხვერპლა.

გაეროს ექსპერტების შეფასებით, დარტყმები განხორციელდა განუსხვავებელი ძალის გამოყენებით და მიზანმიმართულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ვაშინგტონი ლამერდზე დარტყმას უარყოფს, ხოლო მინაბის ინციდენტზე გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ობიექტებს მიზანმიმართულად არასდროს ესხმის თავს.

ამავე ანგარიშში გაეროს ექსპერტები ირანის ხელისუფლებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ადანაშაულებენ. დოკუმენტის თანახმად, იანვარში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დარბევისას ირანის უსაფრთხოების ძალებმა უპრეცედენტო მასშტაბის ძალა გამოიყენეს, რასაც ათასობით დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ერთის მხრივ საკუთარი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ხოლო მეორეს მხრივ აშშ-სა და ისრაელთან სამხედრო კონფლიქტის მძიმე შედეგებს შორის არის მოქცეული.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • აშშ-ირანის ომის ფონზე შავი ოქროს ბაზარი - OPEC+-მა დეკემბრის გეგმა გამოაქვეყნაBM.GE
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა

ფორმულა

მარნეულში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ფორმულა

გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია

გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია

ფორმულა

ფლორიდაში, საცხოვრებელ ქუჩაზე კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ფლორიდაში, საცხოვრებელ ქუჩაზე კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ფორმულა