მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. საფრანგეთის საელჩო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს
საფრანგეთის საელჩო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

საფრანგეთის საელჩო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

ფორმულა|formulanews.ge

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები, ასევე გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდნენ, რათა პატივი მიეგოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის.

"ელჩებმა აღნიშნეს, რომ აგვისტოს ომის ტრაგედია არ უნდა მიეცეს დავიწყებას, და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მათ ის სამი ადგილი მოინახულეს, რომლებიც ადგილობრივი საზოგადოების გამძლეობისა და მედეგობის სიმბოლოს წარმოადგენს.

• ერგნეთის ომის მუზეუმი, რომელიც ინახავს ემოციურ პირად ისტორიებსა და ექსპონატებს და ასახავს ომის უმძიმეს შედეგებსა და ადამიანურ ტრაგედიას.

• ნიქოზის კლდეზე ცოცვის კლუბი, რომელიც კონფლიქტით უშუალოდ დაზარალებული ახალგაზრდებისთვის ქმნის განვითარების შესაძლებლობებსა და უსაფრთხო, გარემოს.

• ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, სადაც შევხვდით მეუფე ისაიას. საკათედრო ტაძრის კომპლექსი, რომელიც ომის შედეგად მიყენებული ნგრევის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით აღდგა, დღეს გამძლეობის, რწმენისა და საზოგადოების ერთიანობის სიმბოლოა.

2008 წლის აგვისტოს მოვლენები არ უნდა დაგვავიწყდეს. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გაგრძელება და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების განგრძობითი ყოფნა კვლავ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხლეჩს ადგილობრივ თემებს.

ჩვენი გზავნილი დღეს მკაფიოა: ეს ვიზიტი განხორციელდა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ დროს, რომელთა შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ხსოვნა მხოლოდ წარსულის გახსენებას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმ ადამიანების გვერდით დგომას, რომლებიც ყოველდღიურად აგრძელებენ ოკუპაციის შედეგებთან ერთად თანაცხოვრებას", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურორი: მოწმეებმა დაადასტურეს - საგუშაგო აღიმართა გახარიას გადაწყვეტილებით

პროკურორი: მოწმეებმა დაადასტურეს - საგუშაგო აღიმართა გახარიას გადაწყვეტილებით

ფორმულა

იაპონიის საელჩო: ვეწინააღმდეგებით საქართველოს აღიარებული საზღვრების ცვლილების მცდელობას

იაპონიის საელჩო: ვეწინააღმდეგებით საქართველოს აღიარებული საზღვრების ცვლილების მცდელობას

ფორმულა

კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა

კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა

ფორმულა

ნორვეგიის საგარეო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს"

ნორვეგიის საგარეო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში გამართულ ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებს"

ფორმულა