მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ფორმულა|formulanews.ge

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ქრთამის აღების შესახებ ბრალის აღიარების მიზნით მასზე ფსიქიკური და მორალური ზეწოლა ხორციელდებოდა.

ბარათაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყონ.

„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. ეს წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის, რასაკვირველია, დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება კონკრეტული პირის მიმართ და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულში, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ადვოკატმა ასევე გააკრიტიკა სასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ეს საზოგადოებისთვის საქმის დეტალების დამალვას ემსახურება. ბარათაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიზებულია, ბრალდება კი დაუსაბუთებელი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საფრანგეთში დემონსტრანტების დასჯას, სამართალდამცველებზე თავდასხმების პრევენციისთვის კი კანონის გამკაცრებას ითხოვსრუსთავი 2
  • ნიჩბისი-კავთისხევის დაზიანებული გზა და უხელფასოდ დარჩენილი მუშები - მოსახლეობა დახმარებას ითხოვსტვ პირველი
  • რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო - ინვესტორი ზონის ცვლილებას ითხოვსBM.GE
  • სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმესნეტგაზეთი
ითხოვს →გამოძიება →

მსგავსი სტატიები

RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა

RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა

ფორმულა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ფორმულა

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას

ფორმულა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა

ფორმულა