მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. პროკურორი: მოწმეებმა დაადასტურეს - საგუშაგო აღიმართა გახარიას გადაწყვეტილებით
პროკურორი: მოწმეებმა დაადასტურეს - საგუშაგო აღიმართა გახარიას გადაწყვეტილებით

პროკურორი: მოწმეებმა დაადასტურეს - საგუშაგო აღიმართა გახარიას გადაწყვეტილებით

ფორმულა|formulanews.ge

ე.წ ჩორჩანას საქმეზე მოწმის სახით ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი ლევან იზორია და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი დაიკითხნენ.

სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის განაცხადებით, სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღიმართა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება კი ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და არ იყო მათთან შეთანხმებული.

"პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელია, ყოფილიყო კითხვები, რომელიც მიმართული იქნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან, აქედან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის სრული დაცვით, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლო სხდომის დახურვაზე, სასამართლომ კი გაიზიარა არგუმენტაცია...

რაც შეეხება მოწმეებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია და ასევე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს. სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღიმართა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება კი ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და არ იყო მათთან შეთანხმებული...

მოწმეებმა დეტალურად გაშალეს ის ნორმატიული აქტები და სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობები, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები და დეტალურად აუხსნეს სასამართლოს, რატომ იყო საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი და რატომ უნდა ყოფილიყო კოორდინირებულად შეთანხმებული, რაც არ განხორციელდა გიორგი გახარიას მიერ", - თქვა პროკურორმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიღნაღში ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

სიღნაღში ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ფორმულა

საფრანგეთის საელჩო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

საფრანგეთის საელჩო: არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს

ფორმულა

იაპონიის საელჩო: ვეწინააღმდეგებით საქართველოს აღიარებული საზღვრების ცვლილების მცდელობას

იაპონიის საელჩო: ვეწინააღმდეგებით საქართველოს აღიარებული საზღვრების ცვლილების მცდელობას

ფორმულა

კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა

კობახიძე: საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში მაღალი საშუალო მაჩვენებელი დააფიქსირა

ფორმულა