მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას
კალაძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას

კალაძე ბაღებში ინტოქსიკაციაზე: დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. კალაძის თქმით, უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, მოყვება შესაბამისი რეაგირება, რადგან ამ ეტაპზე არასწორია მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე, რომ ეს საკვებიდან გამოწვეული პრობლემაა.

"პირველ რიგში, მინდა, ბავშვებს ჯანმრთელობა ვუსურვო. მშობლების შეშფოთებაც აბსოლუტურად მესმის, რადგან მშობლები ვართ და თითოეული ჩვენგანისთვის ბავშვი განსაკუთრებულია. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ბავშვებზე მზრუნველობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

დღეს ჩვენი მხრიდან მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა ან თუნდაც გამოვრიცხოთ აღნიშნული ფაქტი, არასწორი იქნებოდა. უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

დღეს ბაღებში 60 ათასზე მეტი აღსაზრდელი გვყავს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ბავშვზეა საუბარი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, იგივე დამოკიდებულება იქნებოდა თუნდაც ერთი ბავშვის შემთხვევაც რომ დაფიქსირებულიყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა...

ჯერ უნდა გავიგოთ მიზეზი რა არის. მერწმუნეთ, ყველა დეტალი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

კვებაზე ტენდერს აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ტენდერში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის შემდეგ, მათთან ფორმდება ხელშეკრულება. ისინი ვალდებული არიან, პროდუქციის მოწოდების დროს წარმოადგინონ ლაბორატორიის მიერ შემოწმების ოქმები თითოეულ პროდუქტზე. დაველოდოთ მოკვლევას, თუ სად იყო პრობლემა, რა იყო ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ არც პრობლემებს გავურბივართ, არც პასუხისმგებლობას. თუ არის ჩვენი მხრიდან რაიმე არასწორად გაკეთებული ან შეცდომა დაშვებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - თქვა კალაძემ.კა

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთრუსთავი 2
  • კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელს გაფართოების 20-წლიანი პოტენციალი აქვსBM.GE
  • კალაძე ვირეშმაკობს რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძენეტგაზეთი
  • არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზეტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ფორმულა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ფორმულა

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

ფორმულა

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ფორმულა