არ გვაინტერესებს რაზე მსჯელობენ - კალაძე მინისტრების შეხვედრაზე
არ გვაინტერესებს რა შეხვედრაა და რაზე მსჯელობენ - ასე ეხმაურება კახა კალაძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოში არსებული ვითარებაა.
გულწრფელად ვიტყვი, რომ საერთოდ არ გვაქვს ინტერესი რაზე იკრიბებიან, რისთვის იკრიბებიან, რაზე იმსჯელებენ, იმიტომ, რომ ყველა მათი განცხადება იქნება ეს, მიღებული რეზოლუცია, მხოლოდ და მხოლოდ არა სამართლიანობაზე, ტყუილზე და სიცრუეზეა დაფუძნებული. მათი ეს განცხადებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული საერთოდ არანაირი ფასი არა აქვს და ჩვენთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი, ვერ იქნება ვიღაცის ხელის ბიჭი. კაი კალსს რუკა, რომ მიუტანო ვერ გაჩვენებთ საქართველო სად არის რუკაზე. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, როგორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიულად როგორ ვითარდება ქვეყანა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც იმათ აწყობთ, რომ აგინე, ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფა მიაყენეთ, აბულინგეთ განსხვავებული ზრის მქონე ადამიანები, შენ თუ სხვანაირად ფიქრობ, - გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ"- განაცხადა კახა კალაძემ.
რა განცხადებები გაკეთდა მინისტერიალის დაწყებამდე ლიდერებისგან:
მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა დიალოგში, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას - ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ქართველ ხალხს ევროპა სურს, ხელისუფლებას კი ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს“ - ბაიბა ბრაჟე [მინისტრებს] შევთავაზებ, იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს - კაია კალასი სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან [ოცნების ხელისუფლებასთან] არ ვითანამშრომლებთ - კოსი
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge