მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კობახიძე: ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული
კობახიძე: ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული

კობახიძე: ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული

ფორმულა|formulanews.ge

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ანსამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, "მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" მიიღო მონაწილეობა. სამიტი ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გახსნა.

ინფორმაცია ოცნების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათი ცნობით, სამიტზე, კობახიძემ საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კობახიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე, აღნიშნა რომ ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებებზე აისახა. მისი განცხადებით, რჩებიან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ერთგული, რის მთავარ ნაწილადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დაასახელა.

"საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით.

ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.

სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • ეს განცხადებები სპეკულაციურია, გადასახადები ისევ ხალხს ხმარდება - კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზეBM.GE
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა

ფორმულა

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 86 წლის კაცი და მისი ძაღლი იახტიდან გადაარჩინეს

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ 86 წლის კაცი და მისი ძაღლი იახტიდან გადაარჩინეს

ფორმულა

უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს

ფორმულა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

ფორმულა